ბანკებში დეპოზიტები ₾887 მლნ-ით შემცირდა
საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 2021 წლის 1 ივლისისათვის ₾34.53 მლრდ-ია, 887.45 მლნ-ით (2.51%) ნაკლები 1 ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.
ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 746.45 მლნ ლარით (4.44%), მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 141.01 მლნ ლარით (0.76) შემცირდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა საანგარიშო პერიოდში 39.98% შეადგინა. 1 ივნისთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.7%-ული პუნქტით.
ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.96%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.00%, ხოლო ევროს წილმა 14.63% შეადგინა.