ფინანსები
25/03/2021

ბანკებში 36 მლრდ-ის ანაბრებია განთავსებული

ქართულ ბანკებში 2021 წლის 1-ელი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული, ეს 1.14 მლრდ ლარით (3.28%) მეტია წინა თვესთან შედარებით.

ვადიანი დეპოზიტები 339.6 მლნ ლარით (2.03%) არის გაზრდილი, მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.51 მლნ ლარით (4.44%).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი თებერვალში 38.36%-მდე შემცირდა (0.19%-ული პუნქტით).

ანაბრებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.46% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.22%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.85%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.40%, ხოლო ევროს წილმა 14.15% შეადგინა.