
ბანკებში ₾ 24 .5 მლრდ -ის საცალო დეპოზიტებია - რეიტინგი
სებ-ის განახლებული სტატისტიკით, ივნისში, საბანკო სექტორში ფიზიკური პირების დეპოზიტები 24.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა (5m/2023 - 23.6 მლრდ; +3.8%m.m). წლიურად (Y.Y) 20 %-მდე ზრდაა (H1/2022 - ₾20,5 მლრდ; +19,5%Y.Y).
ტრენდი მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება. თუმცა საერთაშორისო საფინანსო და სარეიტინგო კომპანიები ტემპის შენარჩუნებას არ ელიან.
რის შესახებაც აღნიშნულია S&P Global Ratings-ის ახლად გამოქვეყნებულ მიმოხილვაში , სადაც რეგიონის რისკებია გაანალიზებული და მ.შ. ჩვენი ქვეყნისაც.
S&P-ი მომდევნო 12 თვის განმავლობაში ბანკების ანაბრების პორტფელში არარეზიდენტების წვლილის შემცირებას ელის.
საცალო დეპოზიტები მოიცავს რეზიდენტების და არარეზიდენტების მიმდინარე საბანკო ანგარიშებს, მოთხოვნამდე და ვადიან დეპოზიტებს.
ბანკები საცალო დეპოზიტებით
H1/2023 | 5m/2023 | |
საქართველოს ბანკი | 10,913,013 | 10,563,413 |
თიბისი ბანკი | 9,291,215 | 8,867,223 |
ლიბერთი ბანკი | 1,483,084 | 1,449,659 |
ბაზისბანკი | 905,067 | 886,174 |
კრედო | 471,968 | 453,137 |
ქართუ | 421,145 | 397,249 |
ტერა ბანკი | 414,273 | 402,637 |
პროკრედიტ ბანკი | 408,344 | 407,336 |
წყარო: კომერციული ბანკები 000 ₾
სულ, საბანკო სექტორში 46.7 მლრდ ლარამდე არასაბანკო დეპოზიტებია. ივნისში ვადიანი ანაბრების კლება აღინიშნა, მაისის საპირისპიროდ.
დეპოზიტების დოლარიზაცია კი 50,8%-მდეა გაზრდილი.