ფინანსები
24/10/2022

ბანკებს სესხის გალარების შემთხვევაში მომხმარებლისთვის საკომისიოს დაკისრება ეკრძალებათ

ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებელს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო, უცხოური ვალუტის სესხის გალარების შემთხვევაში, - განმარტებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში გაზრდილი დაინტერესების გამო, გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ კომერციულს ბანკებს ეკრძალებათ მომხმარებლებს დააკისრონ წინასწარ დაფარვის საკომისიო, უცხოური ვალუტის  სესხის გალარების შემთხვევაში.

უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის სესხის რეფინანსირების მიზანს სესხის ლარში გადატანა (კონვერტაცია) წარმოადგენს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ ფიზიკურ პირს დააკისრონ უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე რეფინანსირების შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო, პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია. 

აღნიშნული მითითება ვრცელდება იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეფინანსირება სხვა კომერციულ ბანკებში აღებული კრედიტით ხდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2017 წლის დასაწყისიდა", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ განცადებაში.

Businesspartner