
ბანკებს საკომისიოებიდან შემოსავალი გაეზარდა
საბანკო სექტორს საკომისიოებიდან შემოსავლები გაეზარდა, 333,5 მლნ ლარამდე (H1/2022 – ₾287,3 მლნ).
H1/2023-ის მდგომარეობით, პორტფელთან მიმართებაში შემოსავლიანობის კოეფიციენტით, კრედო (1.9%) ლიდერობს, ყოფილ მისო, რომელიც 1,870 მლრდ ლარის პორტფელით, V ადგილზე პოზიციონირებს.
სისტემური ბანკების (TBC/BOGG/LB) კოეფიციენტები კი 0.76%/0,77%/0.5%-ია.
ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, მათ შორის სესხის, ანგარიშის მომსახურებიდან ასევე სავალუტო ოპერაციებიდან.
რამდენიმე ბანკის მაჩვენებელი უარყოფითია. მ.შ. ციფრული პეისერასი, რომელიც სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების II ეტაპზეა და ჯერ მხოლოდ მიმდინარე ანგარიშებს ემსახურება.
უარყოფითია პროკრედიტ ბანკის მაჩვენებელიც, მომსახურებიდან უფრო ნაკლები მიიღო ვიდრე დახარჯა. 2,2 მლნ-მდე ზარალი აქვს ქართუსაც (H1/2022 – ₾2.1მლნ).
H1/2023 | H1/2022 | |
თიბისი ბანკი | 140,219 | 120,5 |
საქართველოს ბანკი | 136,653 | 114,9 |
კრედო | 36,139 | 36,6 |
ლიბერთი ბანკი | 14,155 | 10,4 |
ბაზისბანკი | 5,762 | 2,4 |
ტერა ბანკი | 2,871 | 1,8 |
პროკრედიტ ბანკი | -572 | -1,2 |
ქართუ | -2,159 | -2,1 |
000 ₾ | მლნ ₾ |
წყარო: კომერციული ბანკები