ბანკებს მომგებიანობის კოეფიციენტი გაუუმჯობესდა
საბანკო სექტორს მომგებიანობის კოეფიციენტი გაუუმჯობესდა. 1.10.2021-ის მდგომარეობით, 33.46%-ია (01.06.2021- 29.7%).
კაპიტალზე (ROE) უკუგების კოეფიციენტით ბაზრის ლიდერი საქართველოს ბანკია, მე-2 თიბისი.
სისტემური ბანკებიდან 2-მა, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა კაპიტალის ბუფერი უკვე აღადგინეს და ნახევარწლიური დივიდენდებიც გასცეს.
მე-3 სისტემური ბანკის ლიბერთის კოეფიციენტი ამ დროისთვის 15.7%-ს არ აღემატება. კაპიტალზე მომგებიანობის ზრდას სახელმწიფოსთან გაფორმებული კონტრაქტი აფერხებს, რომლის თანახმად ბანკი საპენსიო და სხვა სოციალურ მიმართულებას ემსახურება.
ლიბერთიმ წამგებიან ქეისზე რამდენჯერმე აღნიშნა. ბანკის მთავარმა აქციონერმა ირაკლი რუხაძემ ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, 2011 წელს გაფორმებული კონტრაქტის "სიმახინჯეზე" და ვადამდე შეწყვეტის მზაობაზე. როცა ელისაშვილი/ვაშაძის პარტიებმა საპენსიო სესხის სიძვირეზე საარჩევნო კამპანია წამოიწყეს.
მსხვილაქტივებიანი ბანკები კაპიტალზე მომგებიანობით .
ბანკი | 01.10.2021 | 01.06.2021 |
საქართველოს ბანკი | 41.23% | 43.2% |
თიბისი ბანკი | 39.34% | 30.6% |
წყარო: კომერციული ბანკები