ბანკებს არასაპროცენტო შემოსავალი სასესხოზე 2-ჯერ სწრაფად ეზრდება
საბანკო სექტორის საკრედიტო შემოსავლების ზრდას 2-ჯერ აღემატება არასაპროცენტო შემოსავლების ზრდის ტემპი.
2022-ის 3 კვარტლის მდგომაროებით, სექტორის არასაპროცენტო შემოსავალი წლიურად 35%-ით გაზრდილია. 962 მლნ ლარიდან (Q3/2021), 1.3 მლრდ ლარამდე (Q3/2022). ძირითადი საქმიანობიდან (დაკრედიტებიდან, ნოსტრო ანგარიშებიდან, ფას. ქაღალდებიდან) კი ამონაგების წლიური ზრდა 17%-ია.
არასაპროცენტო შემოსავალი აერთიანებს ბანკის კლიენტების გადახდილ საკომისიოებს, მოგებას ქონების გაყიდვიდან, ასევე ვალუტით ვაჭრობიდან.
TOP-3 ში აქტივებით №3, ლიბერთი ბანკის ადგილს, ახლადგამსხვილებული ბაზისბანკი იკავებს, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკის შვილობილის პორტფელით გაიზარდა.
ლიბერთის ყოფილი მისო, კრედო ბანკიც უსწრებს, რომლის არასაპროცენტო შემოსავალი პორტფელთან მიმართებაში, 3.3%-ია, დაკრედიტებიდან კი 13.3%. კრედოს დაკრედიტებიდან შემოსავლიანობის კოეფიციენტი შემცირებული აქვს (Q3/2021 – 13.8%); ამასთან არასაპროცენტო შემოსავლები/სესხებთანაც დაკლებულია (Q3/2021 – 3.8%).
ბანკები არასაპროცენტო შემოსავლებით
კომერციული ბანკი |
Q3/2022 ( ₾) |
თიბისი ბანკი |
568,001.000 |
საქართველოს ბანკი |
535,272.000 |
ბაზისბანკი |
75,912.000 |
კრედო |
55,082.000 |
ლიბერთი |
28,801.000 |
წყარო: ბანკები