ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან სექტემბერში 34 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს
ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) ბანკებმა სექტემბერში 34 მლნ ლარის შემოსავლები მიიღეს, 2021 წლის სხვა თვეებში მიღებულზე მეტი (ივლისის გამორიცხვით).
სავალუტო სახსრების** გადაფასებიდან მიღებული 7 მლნ მოგების მიმატებით, სექტორს აგვისტოში 30 მლნ ლარზე მეტი გამოუვიდა. ყველაზე შემოსავლიანი, 38.1 მლნ ლარით (21.4+17.8), ივლისია.
სულ, 9 თვეში კი სექტორს 184.4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვს. 300 მლნ ლარზე მეტი ჰქონდა შარშან იანვარ -სექტემბერში თვეშიც (წყარო: სებ-ი)
ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგება-ზარალით
ბანკები |
$£€/₾ |
$£€/₾ |
ლარი |
ლარი |
|
საქართველოს ბანკი |
51 226 790 |
86 064 800 |
თიბისი |
32 640 777 |
55 466 666 |
ლიბერთი ბანკი |
-4 495 132 |
- 5 030 000 |
წყარო: სებ-ი და ბანკები H1/2021 /01.10.2021
** „სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი” გამოითვლება როგორც მიმდინარე თვეში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო უცხოური ვალუტის აქტივების გადაფასებას, გამოკლებული უცხოური ვალუტის ვალდებულებების გადაფასება.