ბანკებმა თებერვალში დაკრედიტება 258,6 მლნ-ით გაზარდეს
კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს.
გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.29%-ით გაიზარდა) და 1-ელი მარტისათვის 38.43 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით (1.11%-ით), უცხოური ვალუტაში კი 71.69 მლნ ლარით (0.34%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.36%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტაში გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), უცხოური ვალუტაში 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62%-ით მეტი) სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).
2021 წლის თებერვლის განმავლობაში 1%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1-ელი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33% შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.36%-ული პუნქტით).