ბანკებმა სვოპით დაკლებული ₾240 მლნ-ის ლიკვიდობა რეფინანსირების სესხებით შეივსეს
საფინანსო ბაზარს კრიზისიდან კრიზისამდე თავის გატანა უწევს - ფული გაძვირდა, პანდემიაში სებ-ი ბაზარს ლარის და ვალუტის ლიკვიდობას თუ აწვდიდა ომში ვეღარ მიაწვდის. მოცემულობა საჭიროებებს ცვლის.
მთავარი ამოცანაა რისკების ზრდა ფინანსური სტაბილურობის რყევაში არ გადაიზარდოს. ამიტომ ისედაც შემცირებული მოთხოვნა, სებ-ის რეგულაციითაც ითოკება - დოლარიზაციის რისკების გამო სავალუტო დაკრედიტება იზღუდება და საცალო მსესხებლების ჭარბვალიანობისგან დასაცავად ლარში დაკრედიტება ძვირდება. ასევე ვალუტაზე განაკვეთების აწევის „შიშით“ აპრილიდან იპოთეკის 3%-იანი მერყეობა მსესხებლის შემოსავლის ბუფერით იზღვევა.
ბაზარს აპრილში ლარის ლიკვიდობა 238 მლნ-ით შეუმცირდა. სებ-მა სვოპ ოპერაციები შეწყვიტა, რითაც ვალუტის სანაცვლოდ, ბანკი და მისო (ბანკის შუამავლობით), საკრედიტო აქტოვობისთვის სებ-ისგან ლარის ლიკვიდობას, 2020 წლის აპრილიდან იღებდა.
რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე გაზრდის შესაბამისად, აპრილში, მსესხებელს ხარჯი, სებ-ს კი მოგება გაეზარდა. ბანკისთვის განაკვეთი 10.2-11.2%-ის ფარგლებშია. მისოსთვის, ბანკის მომსახურების 0.2-0.3% საკომისიოს დამატებით, უფრო ძვირი. ამასთან დასვოპისას მსესხებლის თანამონაწილეობა 10%-ია.
სებ-ი პანდემიაში ამოქმედებულ მე-2 ინსტრუმენტს, 2023 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, თუმცა გაცემები შემცირებულია. მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 540 მლნ ლარამდეა. თაბერვალში კი 590 მლნ ლარის დაიფარა და 572 მლნ გაიცა. მარტში კი 34 მლნ ლარით ნაკლები.
ამ ინსტრუმენტით, ბანკი ყოველთვიურად, ლარის რესურსს, მისოსთვის გაცემული პორტფელის, ასევე მცირე & საშუალო ბიზნეს სესხების დაგირავებითაც აიღებს. გირაოში გაითვალისწინება მაღალი ხარისხის ლიკვიდურის აქტიი (სხვადასხვა ფასიანი ქაღალდენი, მათ შორის სახაზინო ობლიგაციები, რეიტინგმინიჭებული ბონდები ...) 25% ზღვრით.
გირაოს ბაზის აღნიშნული პორტფელები იპოთეკურზე (20%) უფრო ნაკლებ ხარისხიანად მიიჩნევა ჰეარქათი მცირე/საშ ბიზნესპორტფელისთვის 50%, მისოსთვის 30% -ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკს იპოთეკურით უზრუნველყოფილზე, 30%-ით და 10%-ით მეტი რესურსი სჭირდება.