ფინანსები
21/06/2023
ბანკებმა საოპერაციო მოგება 2 თვეში ნახევარი მილიარდით გაზარდეს
საბანკო სექტორს საოპერაციო მოგება 2 თვეში 65%-ით გაეზარდა. აპრილი-მაისის პერიოდში ზრდა თითქმის 500 მილიონამდეა და ივნისის (01.06.2023) მდგომარეობით, 1.2 მლრდ ლარს აღემატება.
კონსოლიდირებულ მოგებაში სისტემური ბანკების (BOGG; TBC, LB) წილი 89.7%-ია
01.06.2023-ისთვის, ზარალზე 3 ბანკია, "პაშა", "სილქ ბანკი" და ციფრული, "პეისერა" ბანკი, რომელიც სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების II ეტაპზე გადავიდა და ჯერ მხოლოდ მიმდინარე ანგარიშების გახსნა შეუძლია. საკრედიტო აქტივობას 2024-დან გეგმავს. 3 ბანკის ჯამური საოპერაციო ზარალი 6 მლნ ლარის ფარგლებშია.
ბანკები საოპერაციო მოგებით
საქართველოს ბ | 01.06.23 | Q1/2023 |
საქართველოს ბანკი | 578,907 | 341,577,000 |
თიბისი | 483,123 | 301,150,000 |
ლიბერთი | 48,791 | 31,036,000 |
კრედო | 29,895 | 22,203,000 |
ბაზისბანკი | 27,768 | 14,553,000 |
პროკრედიტ ბანკი | 22,148 | 13,197,000 |
ქართუ | 19,401 | 7,544,000 |
000 ₾ | ₾ |