ფინანსები
31/08/2020
ბანკებმა ივლისში ეკონომიკის დაკრედიტება გაზარდეს
პანდემიის მიუხედვად, ბანკებს ეკონომიკის დაკრედიტება არ შეუმცირებიათ. ბანკების სასესხო პორტფელი წლიურად 17.7%-ით არის გაზრდილი.
სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 670.1 მლნ ლარით, 33.97 მლრდ-მდე გაზარდეს.
საკრედიტო პორტფელის ზრდაზე ძირითადად გავლენა, სებ-ის განმარტებით, როგორც უცხოური ვალუტით გაცემული სესხების, ასევე ეროვნული ვალუტით გამოსახული სესხების ზრდამ მოახდინა.
საკრედიტო პორტფელის 89.5% გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.7% უცხოურ ვალუტაშია გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 41.3%-ია.