ფინანსები
27/07/2020

ბანკებმა დაკრედიტება შეამცირეს

ბანკებმა ივნისში დაკრედიტება შეამცირეს. მაისთან შდარებით, სებ-ის მონაცემებით, გაცემული სესხების მოცულობა 383.61 მლნ ლარით (1.12%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.79%-ით გაიზარდა) და 1-ელი ივლისისათვის 33.80 მლრდ ლარია.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 195.12 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 578.73 მლნ ლარით (2.91%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.38%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.28%-ით მეტი), უცხოური ვალუტით კი 11.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.91%-ით ნაკლები) სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.37%-ით მეტი).

2020 წლის ივნისში 0.06%-ით, ანუ 9.39 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 16.71 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.91% შეადგინა. 2020 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 1.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023