ფინანსები
25/10/2021

ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს - სასესხო პორტფელი ₾41 მლრდ-ს აჭარბებს

საბანკო სექტორმა სექტემბერში დაკრედიტება გაზარდა. მოცულობა 930 მლნ ლარით, 2.32%-ით არის გაზრდილი აგვისტოსთან შედარებით და 1-ლი ოქტომბრისთვის 41.01 მლრდ ლარია. 

სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით (3%-ით), უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით (1.7%-ით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.42 მლრდ ლარის, უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის სესხი.

2021 წლის სექტემბერში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა, 20.42 მლრდ ლარამდე.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 48.33%-ია, 2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაზრდილია 0.32%-ული პუნქტით.