ფინანსები
21/05/2021

ბანკებმა აპრილი რეკორდული, ₾173 მლნ-იანი მოგებით დაასრულეს

აპრილი ბანკებმა რეკორდული მოგებით დახურეს. 15 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 173 მლნ ლარია, წლიურ ჭრილში ზრდა 115%-ია. გასული წლის ამავე პერიოდში მოგება 80 მლნ იყო, 2019 წლის აპრილში კი, 64.1 მლნ  

4 თვის ჯამური მაჩვენებლებით, საბანკო სექტორის წმინდა მოგება 584.8 მლნ ლარი იყო.     

საანგარიშო პერიოდში, სექტორის შემოსავლებმა 475,02 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 375,511 მლნ ლარი, ხარჯები კი 279 მლნ ლარი.