ბანკებმა ანაბრების პორტფელი სავალუტო დეპოზიტებით გაზარდეს
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტები, 22.1 მლრდ ლარამდე (01.09.2022) გაიზარდა (01.08.20 – ₾ 20.6 მლრდ).
სებ-ის სტატისტიკით, სულ, ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრები 41,76 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. აგვისტოს მატება სავალუტო შემოდინებებმა განაპირობა. სავალუტო დეპოზიტებზე ბანკების ანგარიშების 59% მოდის.
9.3% (m.m) ზრდა აქვს საქართველოს ბანკს, 6%-ით გაზრდილია თიბისის პორტფელი. აგვისტოში ქართუს დეპოზიტები 5.6%-ით არის მომატებული. არაბი შეიხების ტერაბანკს 5%-მდე ზრდა აქვს.
ბანკი |
საცალო დეპოზიტების მოცულობა / მლნ ₾ |
საქართველოს ბანკი |
8,779,336 / 9,617,382 |
TBC |
8,099,372 / 8,652,135 |
ლიბერთი ბანკი |
1,297,913 / 1,329,819 |
ბაზის ბანკი |
824,347 / 872,143 |
პროკრედიტ ბანკი |
415,076 / 440,805 |
ქართუ ბანკი |
305,150 / 322,169 |
ტერა ბანკი |
381,555 / 399,192 |
წყარო: კომერციული ბანკები