ბანკებმა 11 თვე რეკორდული, ₾1.969 მლრდ-იანი მოგებით დაასრულეს
ნოემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 209 მლნ ლარს გადააჭარბა.
14 კომერციული ბანკის ჯამური წმინდა მოგება კი, 11 თვეში 1.969 მლრდ ლარს აღწევს.
ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ბანკები 2021 წელს 2 მილიარდინი მოგებით დახურავენ.
სექტორის რეკორდულ მოგება დიდწილად გასულ წელს, პანდემიის გამო, შექმნილმა 1.2 მილიარდიანმა რეზერვებმა განაპირობა. წინასწარ დარეზევებული თანხის გამო ბანკებს წელს მნიშვნელოვანი რეზერვების გაკეთება აღარ მოუხდათ, პირიქით, გარკვეული თანხის ამორეზერვებაც მოხდა.
ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს. 2021 წლის განმავლობაში, საბანკო სექტორის აქტივების ხარისხი, მომგებიანობა, კაპიტალისა და ლიკვიდობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რაც ბანკებს კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების დადგენილ ვადებზე ადრე აღდგენის საშუალებას აძლევს.