ფინანსები
01/12/2021

ბანკებისთვის საზედამხედველო ნორმის შემსუბუქებამ რეზერვები შეამცირა

რეზერვები იკლებს, თუმცა სებ-ისთვის აქტივების ტრაექტორია მოლოდინებთან შესაბამისობაშია.

სებ-ის სტატისტიკით, 1-ლი ნოემბრისთვის სებ-ში ბანკების 6 მლრდ ლარის დეპოზიტებია, საიდანაც 5.2 მლრდ სავალდებულო რეზერვებია (10/2020 – 5.9 მლრდ; 5.3 მლრდ). აღნიშნული მაჩვენებელი მოიცავს ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთებს და სავალდებულო რეზერვებს.

რეზერვების კლება, ივლისიდან, სავალუტო სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქებით იხსნება, რომლის მიზანი ლარში დანაზოგების მოტივაცია იყო. სარეზერვო მოთხოვნა 25%/15%-დან 10%-მდე შემცირდა იმ ბანკისთვის, რომლის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-ს აღემატება და საერთოდ ვერ სარგებლობს თუ >70%-ია.

ოქტომბერში ქვეყნის სავალუტო რეზერვები 3.468 მლრდ აშშ დოლარამდეა (მთლიანი სარეზერვო აქტივები - $3.959 მლრდ). სებ-ის ინფორმაციით, სავალუტო რეზერვების ამჟამინდელი ტრაექტორია თანხვედრაშია არსებულ მოლოდინებთან. ოქტომბერში, რეზერვებში მსხვილი კომპონენტი იყო ინტერვენცია. 30 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაიყიდა, შესაბამისად ანგარიშსწორება ოქტომბერში გადავიდა. აუქციონის მიღმა, Bmatch-ზე სებ-ს ბანკებთან $2 მლნ აქვს ნავაჭრი. სებ-ის ინფორმაციით, სსფ-სთან პროგრამაც იწყება, თუმცა პროგრამი დეტალები უცნობია.

სებ-ი სავალუტო დაკრედიტების მაღალი ზრდის შენარჩუნების შემთხვევაში არ გამორიცხავს სარეზერვო ნორმის კვლავ გამკაცრებას ან სხვა ინსტრუმენტის ამოქმედებას. ბაზარი კი სებ-ისგან ამ ნაბიჯს არ ელის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022