ფინანსები
13/10/2020
ბანკებისგან მთავრობამ ₾50 მლნ ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის 364- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 მლნ ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061%-ით, მაქსიმალური 8.150%-ით, საშუალო შეწონილი 8.123%-ით განისაზღვრა.