ბანკების წმინდა საკომისიო შემოსავლები 18%-ით გაზრდილია
საბანკო სექტორს საკომისიოებიდან შემოსავლები გაეზარდა, 156 მლნ ლარამდე (Q1/2022 – ₾ 132 მლნ; +18%Y.Y).
ამასთან, Q1/2023-ის მდგომარეობით კოეფიციენტი რამდენიმე ბანკს უარყოფითი აქვს, მათ შორის უმსხვილესი გერმანული ჯგუფის "პროკრედიტ ბანკს", თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზარალი 144 000 ლარამდეა შემცირებული.
ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, მათ შორის სესხის, ანგარიშის მომსახურებიდან ასევე სავალუტო ოპერაციებიდან.
ყველაზე სოლიდური ამონაგები კვლავ "კრედოს" აქვს. ყოფილი მისო მე-3 ადგილზე პოზიციონიორებს, უმსხვილესი ბანკების შემდეგ, რომელთა აქტივები "კრედოსას" 10-ჯერ და მეტით აღემატება.
ბანკი |
Q1.2023 |
Q1/2022 |
თიბისი ბანკი |
66.5 |
58,2 |
საქართველოს ბანკი |
62,5 |
47,6 |
კრედო |
18,5 |
18.7 |
ლიბერთი |
6,3 |
4.3 |
ბაზისბანკი |
2,4 |
0.80 |
ტერაბანკი |
1.5 |
0.85 |
წყარო: კომერციული ბანკები (მლნ ₾)