ფინანსები
22/06/2021
ბანკების წმინდა მოგება მაისში გასამმაგდა
765 მლნ - საბანკო სექტორმა 5 თვე წმინდა მოგების ზრდით დახურა. შარშან ამ დროს კი, სექტორის მიერ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის გაკეთების გამო, ზარალი 613.4 მლნ ლარი იყო
მხოლოდ მაისში, 15 კომერციული ბანკის ჯამური წმინდა მოგება 180.1 მლნ ლარს შეადგენდა, წლიურად წმინდა მოგება 3.3-ჯერ არის გაზრდილი.
მაისში ბანკების შემოსავალები 480.3 მლნ ლარს შეადგენდა, მათ შორის, 395.6 მლნ საპროცენტო შემოსავლებია. 5 თვის ჯამური შემოსავლების 2.3 მლრდ-ს აღემატება.
რაც შეეხება ხარჯებს, იანვარ-მაისში ის 1.4 მლრდ ლარს შეადგენდა.