
ბანკების რეიტინგი შემოსავლებით - ვითიბი ბაზისბანკმა აზარალა
საბანკო სექტორს პერსონალის შენახვის ხარჯი გაეზარდა - იანვარ-მარტში (Q1/20221) 205 მლნ ლარი დაუჯდა (Q1/2021 – 186.5 მლნ; + 10%Y.Y).
აღნიშნული დანახარჯი, ბანკების არასაპროცენტო ხარჯში გადის, რომელიც კადრების ანაზღაურებასთან ერთად, ინვენტარის/საექსპლუატაციო და სხვა ხარჯებს კრებს და Q1/2022-ისთვის 337 მლნ ლარს შეადგენს.
არასაპროცენტო ხარჯი, სისტემური ბანკების წმინდა შემოსავალთან 30%-ის ფარგლებშია. თიბისი ბანკის Noncost-ი (არასაპროცენტო ხარჯი/ შემოსავალთან) 31%-ია, საქართველოს ბანკის - 20%.
არასტანდარტული მაჩვენებელი აქვს ვითიბის შემოსავლები 6.6 მლნ ლარია (წმინდა) და 94 მლრდ ლარამდე არასაპროცენტო ხარჯები, სადაც პერსონალის ანაზღაურება მხოლოდ 8 მლნ-ია და 80 მლნ-ზე მეტი „სხვა ხარჯია“, რომელიც პორტფელის დისკონტით გასხვისების გამო წარმოიქმნა. ვითიბისგან ბაზისბანკმა 800 მლნ ლარამდე პორტფელი შეისყიდა. რამ გაზარდა ხარჯი? – სესხების იაფად შესყიდვამ, მაგ: თუ სასესხო ვადის ბოლოს ვითიბისთვის კლიენტს უნდა დაეფარა 1 000 ლარი (პირობითად), პორტფელის მყიდველმა დაუფარა ₾800, ვადამდე
ბანკები არასაპროცენტო ხარჯებით Q1/2022
|
|
|
|
Q1/2022 000 ₾ |
2021 000 ₾ |
საქართველოს ბანკი |
123,463 |
502,624 |
თიბისი ბანკი |
115,847 |
445,384 |
ლიბერთი |
41,597 |
165,584 |
კრედო |
34,661 |
134,462 |
ვითიბი ბანკი |
93,982 |
69,524 |
პროკრედიტ ბანკი |
11,808 |
42,831 |
ბაზისბანკი |
10,179 |
33,098 |
წყარო: სებ-ი და ბანკები (000 ₾)