
ბანკების რეიტინგი ავტოსესხებზე საპროცენტო განაკვეთით - ყველაზე კონკურენტული BOGG-ი და TBC-ია
ბანკებმა ავტოსესხიც გააძვირეს, სებ-ის სტატისტიკით, საშუალო შეწონილი საბაზრო განაკვეთი, 27.44%-მდეა გაზრდილი (2-5 წლიანი ვადიანობის). პორტფელის მოცულობა კი მარტში 225 მლნ ლარიდან 196 მლნ ლარამდეა შემცირებული. მათ შორის ძირითადად, 95.4% - 187 მლნ ლარამდე ფიზიკურ პირებზე გაცემული ავტოსესხია.
დაკრედიტების ნახევარზე მეტი (₾96 მლნ) 2 სისტემური ბანკის წილია. საქართველოს ბანკის ავტოსესხების პორტფელი 51 მლნ ლარს აღემატება. მთლიან საცალო პროდუქტებში (₾7,041 მლნ) 0.7%-ით არის წარმოდგენილი. თიბისის ქეისი 45 მლნ ლარამდეა და საცალო პროდუქტებში (₾6,671 მლნ) ანალოგიური წილით არის წარმოდგენილი.
ავტოსესხი, ყველაზე დიდი წილით 5.8% არაბი შეიხების ტერაბანკი პორტფელშია (საცალო პროდუქტები: ₾198 272 432) და კრედოს კოეფიციენტი 1,4% (საცალო პროდუქტები: ₾ 1.002 მლრდ)
ბანკები ავტოსესხებით და %-ის მიხედვით
Q1/2022 |
მოc. ₾ |
ეფექტური განაკვეთი Y.Y % |
საქართველოს ბანკი |
51 329 674 |
21.4%-დან |
თიბისი |
44 781 592 |
23.8%-დან |
კრედო |
14 030 477 |
26.49%-დან |
ტერაბანკი |
11 536 953 |
27.5% -დან |
წყარო: ბანკები
საცალო ბაზარზე მსხვილაქტივებიან ბანკებში ბაზისბანკია გამონაკლისი, რომელსაც ავტოსესხი არ აქვს და მსგავს პროდუქტს ავტოლიზინგს, 26-32%-ის ფარგლებში მისი შვილობილი BB ლიზინგი გასცემს. ამასთან თიბისი (TBC) და საქართველოს ბანკი (BOGG) ავტოლიზინგს 25-26%-ად შვილობილი სალიზინგო კომპანიებითაც სთავაზობენ.
ჯერ პანდემიის და შემდეგ ომის კრიზისის გაურკვევლობის გათვალისწინებით, გაზრდილია მსესხებლის თანამონაწილეობა, 20-45%-ის ფარგლებშია, მომხარებლის შემოსავლების და ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით. ავტოსესხის გასტუმრების თარიღისთვის ავტომობილი გამოშვების თარიღი 2017 წლამდე არ უნდა იყოს. ავტოლიზინგისას უფრო ძველი დაიშვება. ავტოსესხი 6 წლამდე ვადით გაიცემა.