ბანკების პრობლემურ პორტფელში ყველაზე ნაკლები ევროს სესხებია
სებ-ის სტატისტიკით, სამომხმარებლო დაკრედიტება 38% -ით (Y.Y) გაზრდილია (05/2022 – ₾ 6.9 მლრდ; 05/2021 - ₾ 5.0 მლრდ), რეფინანსირების მაღალი განაკვეთის და გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად მოთხოვნა მზარდია.
სამომხმარებლო სესხებში, უმოქმედო კრედიტები 375 მლნ ლარის ფარგლებშია. მათ შორის 5.7%-5.7%-მდეა გაპრობლემებული აშშ დოლარსა და ლარში. ევროში კი 4%-ის ფარგლებში.
პანდემიამდე დოლარის სესხების 9% იყო პრობლემური, ლოქ დაუნში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა მაქსიმალურ 18%-მდე. 06/2022 -ის მდგომარეობით, ევროს სამომხმარებლო სესხების პორტფელში, შარშან ამ დროისთის 12.3% იყო გაპრობლემებული.
უმოქმედო სესხები ვალუტის მიხედვით (სავალუტო გამოსახულია ლარში)
|
₾არი |
აშშ დოლარი |
ევრო |
06.2022 |
333 147 729 |
33 228 752 |
8 519 647 |
06/2021 |
275 777 094 |
58 519 414 |
13 575 398 |
წყარო: სებ-ი
როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 01.06.2022-ის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების პორტფელშუ (₾ 6.9 მლრდ) და 807 მლნ ლარამდე მოდის სავალუტოზე,. მათ შორის უმეტესობა აშშ დოლარშია.
ბანკები მთლიანი სესხებით
|
|
01.06.2022 |
|
მლრდ ₾ |
|
1 |
თიბისი ბანკი |
17,053 |
2 |
საქართველოს ბანკი |
15,798 |
3 |
ლიბერთი |
2,316 |
4 |
ბაზისბანკი |
2,028 |
5 |
კრედო |
1,624 |
6 |
პროკრედიტ ბანკი |
1,256 |
წყარო: სებ-ი და კომერციული ბანკები