
ფინანსები
25/08/2023
ბანკების პორტფელში სავალუტო სესხები იზრდება
კომერციული ბანკების სასესხო პორტფელი ივლისში, 463.75 მლნ ლარით (+ 0.98% m.m) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე + 0.42%m.m) და პირველი აგვისტოსთვის 47.8 მლრდ ლარი შეადგინა. ლარში 93.5 მილიონიანი მატებაა. სავალუტო სესხები კი 370 მლნ ლარით გაზრდილია.
იურიდიული პირების სესხები 21 მლრდ ლარამდეა. ივლისში ფიზიკური პირების დაკრედიტება 228 მლნ ლარით, 25.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
ბიზნესსესხებში ლარით დენომინირებული კრედიტების (₾7,5 მლრდ) წილი 35.7%-ია. უცხოურ ვალუტაში კი 13.5 მლრდ ლარის ექვივალენტის სესხებია გაცემული.