ფინანსები
02/11/2023

ბანკების პორტფელში პრობლემური იპოთეკების წილი 2%-ს ჩამოსცდა

ბანკების სავალუტო იპოთეკის პორტფელში გაფუჭებული კრედიტები 2%-ის ნიშნულზე რჩება. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოლარში უმოქმედო სესხების წილი 2%-ის ფარგლებშია, ევროში - 1.8%.

III კვარტლის ბოლოს 207 მლნ ლარამდე ვადაგადაცილებულ იპოთეკებში, დოლარის პორტფელზე 50 მლნ ლარის ეკვივალენტი მოდის. ევროში კი 32 მლნ ლარის.

ლარში ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების მოცულობა 210  მლნ ლარის ფარგლებშია.

სებ-ის ინტერაქტიური სტატისტიკით, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკების პორტფელში 10,2 მლრდ ლარის იპოთეკური სესხებია (2023 წლის მეორე კვარტალში - 9.2 მლრდ)

პრობლემური იპოთეკის წილი Q/Q ჭრილში* 

 

Q3/23

Q3/22

Q3/21

Q3/20

 

 ₾არი

2,1%

 2,7%

 2.8%

 1.8%

 

 USD

2,0%

4,0%

 6,5%

5,7%

 

 EUR

1.8%

 2,9%

 6,1%

 2,1%

 

 

* Q3/2023 წარმოდგენილია IFRS-ით, წინა კვარტლები GaaP-ით