ფინანსები
31/08/2023

ბანკების მოგება 1.5 მილიარდზე მეტია

საბანკო სექტორს მოგება გაეზარდა. 2023-ის 7 თვის წმინდა მოგება 1.6 მლრდ ლარია. სებ-მა 15 ბანკის კონსოლიდირებული მონაცემი წარმოადგინა IFRS-ით, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემით.

წმინდა მოგების ზრდა გარკვეულწილად IFRS -ზე გადასვლამაც განაპირობა, რადგან აღნიშნული სტანდარტი სებ-ის მკაცრი მიდგომებისგან განსხვავებით უფრო ლიბერალურია.

900 მლნ-მდე მეტობა გამოთავისუფლებული რეზერვების  ხარჯზე გაჩნდა. შესაბამისად აისახა მოგებაზე. IFRS-მა შეცვალა რამდენიმე მახასიათებლის დათვლის მეთოდოლოგიაც, მათ შორის მომსახურების საკომისიოს. ასევე დასაკუთრებული ქონების.

GAAP-ის კონსერვატიული მიდგომა მაინც ნარჩუნდება, CRA-ით, მაკორექტირებელი ბუფერით, რომელიც IFRS -ს მოყვა, სექტორმა ბუფერები მეტობით რომ დაიჭიროს.

ბანკების H1/2023-ის წმინდა მოგება, GAAP-ით,1,258 მლრდ ლარია. 15 -დან 3-ია ზარალზე (პაშა, სილქბანკი, პეისერა). 1.08.2022-ისთვის (7m/2022) მოგებაზე იყო 11 ბანკი (1,19 მლრდ). 

ბანკების რეიტინგი მომგებიანი (ზარალიანი)

 

6m/2023

7m/2022

7m/2021

მლნ ₾

მლნ ₾

მლნ ₾

თიბისი ბანკი              

460,794

554,452

580.007

საქართველოს ბანკი

621,306

483,293

488,387

ბაზისბანკი

23,596

 37,287

  20,842

პროკრედიტ ბანკი

23,364

 27,397

  23,794

ლიბერთი ბანკი

34,123

 24,089

  29,773

ტერა ბანკი

14,520

 19,409

  17,941

ქართუ

18,612

 16,104

  19,039

კრედო

23,961

 13,179

  18,568

ვითიბი ბანკი

14,956

(64,473)

  23,543

წყარო: სებ-ი & ბანკები (GAAP-ით)