ფინანსები
30/08/2023

ბანკების კაპიტალი 12 .4 მილიარდამდე იზრდება - რეიტინგი

საბანკო სექტორი H1/2023-ს 11.8 მლრდ  ლარის კაპიტალით (საზედამხედველო) ასრულებს (2022 - 11.357.7). წლის დასაწყისიდან 500 მილიონამდე ზრდაა (+4%). 

ბანკების რეიტინგი წარმოდგენილია სებ-ის ანგარიშგებით (GAAP). როგორც იცით, ივლისიდან რეგულატორს სექტორი უფრო ლიბერალურ, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემაზე (IFRS) გადაჰყავს, რომელიც ბუფერებს უთავისუფლებს სექტორს და წმინდა მოგებას გაუზრდის.

როგორც სებ-ში გვითხრეს, გამორეზერვების ხარჯზე 850 მილიონიანი მეტობა ჩნდება და საზედამხედველო კაპიტალი GAAP-ით თუ 11.8 მლრდ ლარია, IFRS-ით გამოდის 12.4 მლრდ ლარი. IFRS -ს მოყვება მაკორექტირებელი ბუფერი - CRA, სექტორმა კაპიტალის ბუფერები მეტობით რომ დაიჭიროს.  >მეტი ინფორმაცია

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკა კვლავ GAAP-ით იწარმოებს, რადგან IFRS დეტალურად ჩაშლის შესაძლებლობას  არ იძლება. IFRS-ით დაანგარიშებული, 7 თვის სტატისტიკას ხვალ გამოქვეყნდება.

TOP 6 ბანკი საზედამხედველო კაპიტალით

                                H1/2023         2022
TBC 4,612,283 4,442,849
BOGG 4,159,365 4,058,527
BB 486,196 437,843
LB 437,099 397,151
Cartu 360,439 352,968
credo 337,199 305,272
Procredit 311,292 305,592
                                               000 ₾                

წყარო: კომერციული ბანკები