ფინანსები
22/08/2023

ბანკების ბიზნესპორტფელი ვაჭრობის დაკრედიტებით იზრდება

ბანკების ბიზნესესხების პორტფელი ძირითადად ვაჭრობა-მომსახურების სექტორის დაკრედიტების ხარჯზე იზრდება, საცალო კი სამომხმარებლო კრედიტებით.

სებ-ის აგვისტოს ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, სხვა დარგების, მ.შ. მრეწველობის დაკრედიტების წილი, წლის დასაწყისიდან  5.5%-მდეა შემცირებული (2023M01-6.0%), ენერგეტიკის კი 2.5%-მდე. ვაჭრობა-მომსახურების სექტორი კი, რომელიც 10%-მდე გაზრდილი შიდა ინფლაციის კლების მთავარი მამუხრუჭებელია, 24.2%-იანი წილით არის წარმოდგენილი (2023M01 -23.1%; +1.1%პ)

წლის დასაწყისიდან 0.9%პ -ით, 18%-მდეა გაზრდილია სამომხმარებლო დაკრედიტეის წილი.

 

TOP 7 ბანკი საკრედიტო პორტფელით

                                H1/2023        
თიბისი ბანკი 18,387,957  
საქართველოს ბანკი 17,612,081  
ლიბერთი ბანკი  2,676,373  
ბაზისბანკი  2,177,665  
კრედო   1,869,942  
ტერა ბანკი   1,180,826  
პროკრედიტ ბანკი   1,128,697  
                                   000 ₾                

წყარო: კომერციული ბანკები