ფინანსები
26/06/2023

ბანკების აქტივები ₾ 68 მლრდ-ს აღწევს - რეიტინგი

მაისში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.55 მლრდ ლარით  გაიზარდა, 67.8 მლრდ ლარამდე (+ 2.3%m.m) 

სებ-ის ინფორმაციით, 01.06.2023-ითვის სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

პირველი ივნისის მდგომარეობით, ბანკების სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9%-ია  

მთლიან აქტივებში სისტემური ბანკების წილი 76%-ია.

                                                                          ₾
თიბისი   25,997,522,000 ₾
საქართველოს ბანკი 25,700,892,000 ₾ 
ლიბერთი  3,668,758,000 ₾
ბაზისბანკი  3,004,338,000 ₾
კრედო  2,252,435,000 ₾
პროკრედიტ ბანკი  1,642,074,000 ₾
ტერა ბანკი   1,573,304,000 ₾
ქართუ  1,513,363,000 ₾
                                                                        

წყარო: კომერციული ბანკები