ფინანსები
25/01/2021

ბანკების აქტივები ₾56.9 მლრდ-ია

ბანკების აქტივები 2020 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით თითქმის 1 მლრდ-მდე ლარით (1.73%) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.3%-ით) და 2021 წლის 1-ელი იანვრისათვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.