ფინანსები
25/04/2023

ბანკების 3 თვის მოგებამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა

საბანკო სექტორს მარტში წმინდა მოგება 200 მლნ ლარით გაეზარდა და წლის პირველი საანგარიშო კვარტალი (Q1/2023) 588 მლნ ლარით დაასრულა (Q1/2022 -  413.5 მლნ; +41%) 

მ.შ "ვითიბი" 1.9% წილით არის წარმოდგენილი, 11 მლნ ლარის წმინდა მოგებით. თუმცა სანქცირებული ბანკის შვილობილს, მარტში საოპერაციო ზარალი 2.4 მლნ ლარამდე აქვს გაზრდილი (01.03.2021 - (-1.9 მლნ). საქართველოს ბაზრიდან ფაქტობრივად გასული ბანკი, რუსული კაპიტალით, მომგებიანებს წელს დაუბრუნდა.

Q1/2023 -ისთვის  ზარალზე რჩება 2 ბანკი, 782 000 ლარის ზარალით,  სილქ ბანკი, რომელიც ციფრულ ბანკად ტრანფორმირებას აპირებს და პეისერა (-211 000), რომელსაც საქმიანობა არ დაუწყია. 

ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით

 

Q1.2023/ 

01.03.2023/

BOGG

280,057,000

182,252,000

TBC

201,200,000

130,108,000

LB

19,437,000

12,297,000

Credo

15,175,000

18.010,000

VTB

11,049,000

7,938,000

წყარო: კომერციული ბანკები

 

Businesspartner