ფინანსები
13/07/2023

ბანკები MREL მოთხოვნებს წინმსწრებად ასრულებენ

MREL -ის (დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნა) შესრულება საბანკო სექტორს არ გაუჭირდება, - ბანკების ლობის შეფასებით აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად  სებ-ის გაწერილი ვადა საკმარისია.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ აღნიშნა, რომ  ჩარჩო- რეზოლუცია, რომელიც სსფ -სა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით რამდენიმე წლის წინ შემუშავდა, ასევე ითვალისწინებდა სარეზოლუციო ფონდის შექმნას, თუმცა წინმსწრებად არა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განახლებულ ვერსიაშია. 

სარეზოლუციო ფონდში პირველადი შენატანები ბანკებმა 2025 წლიდან უნდა დაიწყონ. თავდაპირველად 300 მლნ ლარის ფარგლებში შეგროვდება და ყოველწლიურად დეპოზიტების დაზღვევის ფონდის პროპორციულად გაიზრდება.

MREL, სტრესულ სიტუაციში, სექტორის დაცვითი მექანიზმის ნაწილია. სებ-ს დისკრეციას აძლევს, ბანკის მოზიდული სახსრები კაპიტალში წაიღოს.

ამ მიზნით გამოსაყენებელი სახსრებია, ანუ კონვერტირებადი რესურსია  "დაშვებული ვალდებულებები", რომელშიც მოიაზრება საფინანსო ინსტიტუტებისგან (მაგ: EBRD, IFC ...) ნასესხები სახსრები, მ.შ. ბონდები.

ამ კატეგორიის ვალდებულებების და კაპიტალის ინსტრუმენტების შეფარდება საზედამხედველო კაპიტალსა და მთლიან ვალდებულებებთან (MREL განაკვეთი) 01.01.2024-დან 10%-ით, 01.01.2026-დან 15%-ით განისაზღვრება სისტემური ბანკებისთვის, რა სტატუსიც ამ დროისთვის 3 ბანკს აქვს.

2026 წლისთვის თუ მეტი იქნება მეტს მოუწევს, თუ ნაკლები ნაკლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023