ფინანსები
28/07/2021

ბანკები დეპოზიტების დიდი რაოდენობით გადინების სტრესულ სცენარშიც ლიკვიდურობას ინარჩუნებენ

სტრეს ტესტები საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას აჩვენებს, მათ შორის, გახანგრძლივებული პანდემიის პირობებშიც.

სტრეს ტესტები სავალუტო ფონდის მისიამ ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ კონსერვატიული საბაზისო სცენარის მიხედვით, ბანკებს პანდემიით გამოწვეული საკრედიტო ზარალების გასანეიტრალებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში საკმარისი კაპიტალი აქვთ. ხოლო გახანგრძლივებული პანდემიის და არასასურველი საგარეო ფინანსური გარემოს შემთხვევაში კაპიტალის დანაკლისი მატერიალური არ იქნება და სისტემა მას „მართვადად“ აფასებს.    

სავალუტო ფონდის მისიის ცნობით, ბანკები საკმარისად ლიკვიდურები არიან, მათ შორის დეპოზიტების დიდი რაოდენობით გადინების სტრესულ სცენარშიც.

თუმცა სსფ-ს  მისიის რეკომენდაციაა,  ეკონომიკაზე მოქმედი მნიშვნელოვანი უარყოფითი რისკების შემცირებამდე,   ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს საკმარისი გაუნაწილებელი მოგების შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოს.

რჩევებს შორისაა,  ბანკებისათვის ბაზელის მსხვილი რისკების რეგულაციის დანერგვა, საზედამხედველო პროცესების ფორმალიზება და დახვეწა;  ბანკებისათვის ადრეული მაკორექტირებელი ზომების ჩარჩოს შემუშავება და ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს დროებითი ბანკის დაფუძნება.

 

 

Businesspartner