ფინანსები
18/10/2023

BAG-ი ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, "ბანკების კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები, აქტივების გაუმჯობესებული ხარისხი და საკრედიტო აქტივობის მდგრადი დონე, რაც, თავის მხრივ, მშპ-ის პოტენციური ზრდისა და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თანაზომიერია, მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და შეუფერხებლად განაგრძობს ეკონომიკის დაკრედიტებას.

ამ პოზიტიურ ფონზე, მიგვაჩნია, რომ დროული და ადეკვატურია ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილებები, მათ შორის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობის 4 წლამდე გაზრდა; უცხოურ ვალუტაში შემოსავლის მქონე პირებისთვის შესაძლებლობის გაჩენა მიიღონ დაკრედიტება უცხოურ ვალუტაში და სხვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ბუნებრივია, გააგრძელებს პროფესიულ კომუნიკაციას და კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. დადებითი დინამიკის კვალდაკვალ საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რაც მიმართული უნდა იყოს ეკონომიკის დაკრედიტების შემდგომ გაფართოებასთან, ლიკვიდობის ზრდასთან, საპროცენტო განაკვეთების შემცირებასა თუ ბიზნესის წინაშე მდგარ სხვა ამოცანებთან.

ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება პოზიტიური სიგნალია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის”.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022