ავტოსესხი იაფდება, თუმცა მსესხებელთა რაოდენობა მცირდება
ბანკებმა ავტოსესხი გააიაფეს. სებ-ის სტატისტიკით, საშუალო შეწონილი საბაზრო განაკვეთი, ივნისიდან 28%-დან 26.3%-მდეა შემცირებული, 2-5 წლიანი ვადიანის სესხისთვის. 5-10 წლიანის წლიური განაკვეთი კი 20.4%-დან 17.4%-მდეა დაკლებული.
ბანკები ავტოსესხის განაკვეთის მიხედვით (%-დან).
|
₾არში |
აშშ დოლარში |
ევროში |
BOGG |
21.34 |
11.8 |
10.3 |
TBC |
23.1 |
17.4 |
16.2 |
კრედო |
26.5 |
- |
- |
ტერა |
26.7 |
- |
- |
წყარო: სებ-ი და ბანკები
დაკრედიტების ნახევარზე მეტი (₾ 100 მლნ) 2 სისტემური ბანკის წილია. თიბისი (TBC) და საქართველოს ბანკი (BOGG) ავტოსესხს ₾200 000-დან უცხოურ ვალუტაშიც გასცემენ. სხვა ბანკებიდან ავტოდაკრედიტების ბაზარზე კრედო და ტერაა წარმოდგენილი 70 000 -100 000 ლარამდე ზღვრული მოცულობით. ძირითადად 6 წლამდე ვადით გასცემენ. სებ-ის რეგულაციის ავტოსესხი 7 წლამდე ვადიანობისაა. უძრავი ქონებით უზრუნველყოფისას კი 10 წლამდეც გაიცემა. ბანკების პორტფელში ავტოდაკრედიტება მარტიდან იკლებს. გამონაკლისი არაბი შეიხების ტერაბანკია, რომელსაც Q2/2022-ში 5 მლნ-იანი ზრდა აქვს.
ბანკები ავტოსესხებით (მლნ ₾)
|
H1/2022 |
Q1/2022 |
BOGG |
50.3 |
51.3 |
TBC |
40.7 |
44.9 |
ტერა |
17.5 |
11.5 |
კრედო |
12.5 |
14.03 |
წყარო: სებ-ი და ბანკები
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, საბანკო სექტორში ავტოსესხების მოცულობა 200 მლნ ლარის ფარგლებშია. ამას ემატება ავტომობილით უზრუნველყოფილი 170 მლნ -ის პორტფელი.
ბანკებს სატრანსპორტო სესხებს ძირითადად შვილობილი სალიზინგო კომპანიებით გასცემენ განაკვეთი 26%-40%-ის ფარგლებშია. კომერციული ბანკი კი ძირითადად ავტოსაგანვადებო კრედიტებს გასცემს. ამ სეგმენტში მსხვილაქტივებიანი ბანკები ოპერირებენ.
ინდექსირებული სესხი (სავალუტო ლიბორზე მიბმული, ლარის ცვლადგანაკვეთიანი რეფინანსირების განაკვეთს ებმება). ვადის დასრულებამდე, რამდენჯერმე შეიძლება გაძვირდეს. სასესხო პირობების თანახმად ლარში, განაკვეთის 5%პ-ით გაზრდისას, ეფექტური 23% გახდება 28%. დოლარში 3 %პ-ით ცვლილებისას ეფექტური განაკვეთი 17%-დან 21%-მდე, ევროში კი 16.2%-დან 19.4%-მდე გაიზარდება.
სავალუტო სესხის პირობებში განაკვეთის კორექტირების ჩადება გლობალური განაკვეთების მატებამ განაპირობა (ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, სექტემბერში 1.25%-მდე გაზრდა. ფედ-რეზერვმა 3.25%-მდე) რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში შეინიშნება და სავალუტო მსესხებელს ნაწილს, 40-50%-ით უკვე გაუძვირდა კიდეც სესხი.