ფინანსები
20/07/2023

"ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევამ ბაზარი 30-40%-ით მაინც უნდა გაზარდოს"

სადაზღვევო სექტორში პანდემიის შემდეგ აღდგენის პოზიტიური დინამიკა გრძელდება.

როგორც სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლებმა გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევამ ბაზარი 30-40%-ით მაინც უნდა გაზარდოს. თუმცა, მათივე თქმით, საჭიროა სადაზღვევო შეთავაზებების მეტად გამრავალფეროვნება.

თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვევო ბაზრის სტიმულირებისა და ლოკომოტივების გარეშე განვითარება, ინვესტორების სიფრთხილეს იწვევს.  

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით,  დანაკლისის შესავსებად კომპანიებს გონივრული ვადები ეძლევათ, თუმცა ისინი ზოგჯერ მაინც ჯარიმდებიან, რისი გამოცდილებაც ქვეყანაში როგორც 2021, ასევე 2022 წლებში უკვე არსებობდა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფიშვილი აღნიშნავს, რომ გასული წლის მთლიანი  სადაზღვევო პრემია 910 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წელს, 5 თვის მაჩვენებლის მიხედვით, 480 მილიონი ლარია.  მისი თქმით, მზარდი ტენდენციის საფუძველზე სავარაუდოა, რომ პრემია მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

„სადაზღვეო სექტორს  მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ჩანს რომ მოგება წინა წელთან შედარებით უფრო მეტი აქვს.

მზარდია განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულება და ავტომობილების დაზღვევის მაჩვენებლები.“ -აცხადებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველო გადადის განსხვავებულ ფინანსურ მოდელზე, სადაც თითოეული პროდუქტის მიმართულებით ლიცენზირება ხდება.  კანონმდელობაზე მუშაობას შესაბამისი უწყებები მალე დაასრულებენ, თუმცა, პროცესი სავადარუდოდ 10 წელზე მეტი ვადით გაჭიანურდება. 

სავარაუდოა, რომ სექტორისთვის ვალდებულებების ზრდა, სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ზრდას გამოიწვევს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023