ფინანსები
07/12/2021

"ავტოავარიისას დაზიანებული ჯანმრთელობის ანაზღაურებაზე თანხა ბიუჯეტიდან არ უნდა იფლანგებოდეს"

სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობაზე მიათითებს. ნინა კობახიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში ერთადერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი თანხა იფლანგება ავტომანქანების მიერ დაზიანებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, კანონპროექტის მიღება კი ამ პრობლემას მოაგვარებს.

„ევროკავშირი ამაზე ბევრი წელია მიგვითითებს, ასოცირების ხელშეკრულებითაც ვალდებულება გვაქვს. ამასთანავე იმედი გვაქვს, რომ ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, საცალო ბაზარი ნელ-ნელა გამოცოცხლებას დაიწყებს", - განმარტავს ნინა კობახიძე.

მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის დროს დაზღვეულის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა აუნაზღაუროს მესამე მხარეს ქონების/ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისათვის დაზღვეული ავტომობილის მართვისას.

კანონპროექტი 2 წელია პარლამენტშია და სხვადასხვა მიზეზით მისი მიღება ვერ მოხერხდა. სადაზღვევო ინდუსტრია ხელშემშლელ ფაქტორებში კოვიდ პანდემიას ასახელებს. თუმცა, სექტორი მიმდინარე წლის დასაწყისში იმედოვნებდა, რომ მესამე პირის სავალდებულო ავტოდაზღვევის კანონმდებლობის მიღებას პარლამენტი წელს მაინც შეძლებდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022