ასოციაცია: მიკროსაფინანსო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილი 5%-იან ნიშნულზეა
მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო დევდარიანის განმარტებით, სექტორში ვადაგადაცილებული სესხების წილი ეტაპობრივად მცირდება და ამჟამად 5%-იან ნიშნულზეა.
„რისკების პარამეტრები უმჯობესდება. მიკროსაფინანსო სექტორმა ყველა იმ შოკს რაც გვქონდა, კარგად გაუძლო. რისკების პროფილის კუთხით საბანკო სექტორთან შედარებით დიდი სხვაობა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი სექტორი საკმაოდ მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას გულისხმობს,“- აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
მისივე თქმით, მისოების პორტფელი ჯანსაღდება და სექტორში მომგებიანობის კუთხითაც არ არის ცუდი მაჩვენებლები.
„მესამე კვარტალი ჯერ არ დასრულებულა და კონსოლიდირებული მონაცემები არ გვაქვს, თუმცა პორტფელი ჯანსაღდება. პირველ ორ კვარტალში ზრდა წინა წელთან შედარებით დაბალი იყო, თუმცა მიმდინარე და მეოთხე კვარტალში სექტორში უკეთეს მაჩვენებლებზე გასვლას ველით,"-აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
მისივე თქმით, მიკროსაფინანსო სექტორის მომგებიანობა წინა წლებთან შედარებით დაბალია.