ფინანსები
24/12/2021

არდი: 2021 წელს კორპორაციული კლიენტებისგან საფასურის გადახდა ხშირად ფერხდებოდა

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს აფასებს და აცხადებს, რომ გაყიდვების კუთხით კომპანიას დაახლოებით 15%-იანი ზრდა ჰქონდა, თუმცა, ეს ძირითადად, ფასების მატების (სერვისის გაძვირების) ეფეტი იყო ვიდრე ახალი, აქამდე დაუზღვეველი, სეგმენტის ათვისების.

რაც შეეხება მოგებას, კომპანიას მცირე ტექნიკური მოგება სავარაუდოდ ექნება, თუმცა განსაკუთრებული მოლოდინები ამ მხრივ არ აქვს.   

რაც შეეხება იმას, თუ 2021 წელს რა გამოწვევები ჰქონდა „არდის“ და როგორ შეძლო კომპანიამ მასთან გამკლავება, ჯაფარიძე განმარტავს, რომ  „არდის“  2021 წელს ჰქონდა ზოგადი და კერძო გამოწვევები, ისევე როგორც ყველა სხვა კომპანიას.

„როგორც იცით, 2022 წლის 1 იანვრიდან იზრდება საზედახედველო მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიებისთვის და ჩვენც სხვების მსგავსად ვემზადებოდით აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,“ - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ „არდის“  პორტფელში კორპორაციულ კლიენტების წილი 90%-ზე მეტია.

„ცხადია, პანდემიით გამოწვეული სირთულეები მათზეც აისახა და ხშირად ფერხდებოდა დაზღვევის საფასურის გადახდა. პანდემიის ეპიცენტრში მყოფ სექტორებში მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა სადაზღვევო პროდუქტებზე,“ - აცხადებს ჯაფარიძე.

“არდის“ გენერალური დირექტორი 2022 წლის მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მარტივი არც მომავალი წელი იქნება. „პანდემიის დასრულებამდე ყველას გრძელი და რთული გზის გავლა მოგვიწევს. „არდი“ მაქსიმალურად შეეცდება მომხმარებლებისთვის, პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის ნაცნობი ზრუნვით გააგრძელოს განვითარება,“ - აღნიშნავს ჯაფარიძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022