ფინანსები
13/04/2023

არჩილ მესტვირიშვილი სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში არჩილ მესტვირიშვილი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორსა და ალტერნატიულ დირექტორს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ ფორუმზე არჩილ მესტვირიშვილი მიწვეულია სესიის - მონეტარული პოლიტიკის ახალი გამოწვევები  სპიკერად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა კონფერენციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023