ფინანსები
06/06/2022

არჩილ მესტვირიშვილი: დოლარიზაცია ისევ მაღალი რჩება

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დოლარიზაციას 2021 წელს შემცირების ტრენდი ჰქონდა, ის ისევ მაღალი რჩება. 

"დოლარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის და საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის კუთხით, ისე მსესხებლების კუთხით. 

დოლარიზაციას 2021 წელს შემცირების ტრენდი ჰქონდა, თუმცა ის ისევ მაღალი რჩება. სესხების ნახევარზე მეტი ახლა უკვე საბანკო სექტორში ლარით არის დენომინირებული. ფიზიკური პირებისათვის გასული წლის ბოლოს, დოლარიზაციის მაჩვენებელი 37% იყო, წელს გაუმჯობესების ტენდენცია გრძელდება, თუმცა ის ისევ მაღალია. 

ჩვენ დამატებითი ზომები გავატარეთ დოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობისათვის. სარეზერვო მოთხოვნები გავხადეთ დიფერენცირებული, გარდა ამისა შემოვიღეთ ე.წ. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დიფერენცირებული კოეფიციენტი.  

სულ გასული წლის ბოლოს საკრედიტო პორტფელი 43 მლრდ ლარი იყო. კურსისი ეფექტის გამორიცხვით, 18%-იანი ზრდაა და მშპ-სთან 71.4 %-ია ფარდობა", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022