ფინანსები
12/11/2021

არჩილ მესტვირიშვილი: აუცილებლობის შემთხვევაში მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ

სებ-მა მონეტარული პოლიტიკა, შესაძლოა, კიდევ გაამკაცროს.

"ჩვენი წინადადებაა, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება მოხდეს დაგეგმილზე უფრო სწრაფად, როგორც წელს, ასევე შემდგომ პერიოდში. მიზანშეწონილი იქნება, თუ 2022 წლის განმავლობაში იქნება დადგეგმილზე უფრო მაღალი შემოსავლები.

ჩვენ გამკაცრებული გვაქვს მონეტარული პოლიტიკა. ბიუჯეტის დეფიციტი არის ერთ-ერთი წყარო, მაგრამ არა ერთადერთი, ფასებზე გავლენის კუთხით, შესაბამისად ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და აუცილებლობის შემთხვევაში მზარ ვართ, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გავამკაცროთ. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ფასების ზრდა ერთჯერადი ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რომ ეს ფასების ზრდა არ გადაიზარდოს ციკლურ ინფლაციაში, შესაბამისად, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც ამას ემსახურება", -განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვერსიას განიხილავენ.