ფინანსები
02/07/2020

არჩილ გაჩეჩილაძე: საქართველოს ბანკმა ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა

საქართველოს ბანკი Commerzbank-მა კიდევ ერთხელ აღიარა, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2019 წელს ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძე.

"ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი წლებია უცვლელი, მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად,’’ - განაცხადა ბანკის CEO-მ.

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

Commerzbank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკმა  გამართული STP პროცესებისთვის უკვე მეხუთედ მიიღო.

 

Businesspartner