ფინანსები
01/02/2021

არჩილ გაჩეჩილაძე: საბანკო სექტორი გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არის

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულთან“ აცხადებს, რომ საბანკო სექტორის საქმეა იყოს გამტარი და ეფექტურად მიაწოდოს იმ სექტორებს ჟანგბადი და სისხლი, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა საბანკო სისტემა გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ 2020 წლის სირთულეების მიუხედავად, მზად არის - საბანკო სექტორში კაპიტალის მოცულობა და ლიკვიდურობა მყარია.

„ჩვენგან აბსოლუტური მზაობაა, რომ დავეხმაროთ ყველა სექტორს და ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ იმ მომენტშივე, როგორც კი ჩვენი ეკონომიკა გადაწყვეტს, სწრაფი ნაბიჯით სვლას,“ - აცხადებს გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელი საბანკო სექტორმა პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად 99.2 მლნ ლარის მოგებით (კონსოლიდირებული) დაასრულა. ბაზარზე წარმოდგენილი 15 ბანკიდან 7 მოგებაზე (206 მლნ ლარი) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სექტორს ყველაზე მოცულობითი, 1 მლრდ-მდე, 943 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა მარტში, პანდემიის დარტყმისას, სებ-მა ნამეტი რეზერვის შექმნა რომ დაავალდებულა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022