ფინანსები
19/04/2022

არჩილ გაჩეჩილაძე: ლიკვიდობის ნაკლებობა უფრო დიდ შოკს გამოიწვევს ვიდრე მეტობა

„ლიკვიდურობის შეზღუდვა გამოიწვევს ბევრად უფრო დიდ პრობლემებს და შოკებს, ვიდრე არ შეზღუდვა, რადგან არ შეზღუდვით, როცა მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია, ეს შეიძლება ფასით დარეგულირდეს: რეფინანსირების განაკვეთით ან იმ მარჟით, რომელიც შესაძლოა დაედოს სვოპებს, სხვადასხვა შემთხვევაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ ბიზნესპარტნიორში (საზმაუ).

ბანკირის თქმით, ბაზარზე ლარის მიწოდების შეზღუდვის მოტივით, ლიკვიდურობა არ უნდა შეიზღუდოს. პირიქით, ლიკვიდურობა უნდა არსებობდეს და დარეგულირდეს ფასით.

მან რეფინანსირების სესხების გაზრდილი პორტფელიდან მომდინარე საფრთხეების უსაფუძლობაზეც აღნიშნა. მისი განმარტებით, ლიკვიდურობის მხარდამჭერი ნებისმიერი რესურსი, რომელიც არსებობს, მნიშვნელოვანია, მათ შორის ლარში.

როგორც გაცხადდა, სებ-მა  ლარის ლიკვიდობის მიწოდების  ერთი ინსტრუმენტი - ერთვიანი სვოპები შეწყვიტა, მე-2 ვადით აღარ გაახანგრძლივა. უფრო ზუსტად, პანდემიაში ამოქმედებულ ინსტრუმენტს ძირითადი და დამატებითი ვადა ამოწეურა.  თუმცა როგორც სებ-ში აცხადებენ, ბაზარს ლიკვიდობის მიწოდების სხვა ინსტრუმენტები რჩება, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესდაკრედიტების მხარდამჭერი, ასევე რეფინანსირების ერთ-კვირიანი სესხები. მალე  ბაზარზე გამოჩნდება  ქონებით უზრუნველყოფილი ბონდებიც.

სვოპის გაუქმებით ბაზარს აპრილში ლარის ლიკვიდობა 238 მლნ ლარით შეუმცირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023