ფინანსები
10/09/2020

არასაფინანსო სექტორი Bmatch-ზე დაშვებისთვის ემზადება

ეროვნულმა ბანკმა ბლუმბერგის სისტემის Bmatch პლატფორმაზე საინფორმაციო კამპანია დაიწყო დაინტერესებულ კომპანიებთან, რომლებსაც სებ-ის სოციალური ქსელით დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.

სებ-ის ინფორმაციით, Bmatch-ზე კლიენტთა წრე ფართოვდება. ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთად სხვა პროფილის კომპანიები 1 ოქტომბრიდან ჩაერთვება.

პლატფორმა სატესტო რეჟიმში მარტიდან გაეშვა და ჯერ სებ-ი და ბანკები ვაჭრობენ.

მისოები Bloomberg-ის სისტემაში გაწევრიანებისთვის ემზადებიან, Bmatch-ზე რომ ივაჭრონ თუმცა მხოლოდ თავისთვის, კლიენტის განაცხადს ვერ მოემსახურებიან, რადგან ანგარიშს ვერ გაუხსნიან, კანონმდებლობა უზღუდავს (დეპოზიტების მიმღები ხო მხოლოდ ბანკია).

საბროკერო კომპანიას ეს შეზღუდვა არ აქვს, თუმცა საქართველოში ისეთი მსხვილი ბროკერები არ არიან ბლუმერგის ტერმინალის მოთხოვნები, რომ დააკმაყოფილონ, ან მოედანზე თვეში დაშვებისთვის $2 000-მდე იხადონ.

ამ ეტაპზე მოედანზე 4 მსხვილი მიკროსაფინანსო, 15 ბანკი და 10-მდე არასაფინანსო კომპანიაა, საბროკეროები წარმოდგენილნი არ არიან.

Bmatch პლატფორმა საქართველოში მარტიდან ამოქმედდა ტესტირების რეჟიმში. აპრილ-ივნისში $11.5 აქვს ნავაჭრი ( ბანკებისთვის მიყიდული).

სებ-ი დაინტერესებულ კომპანიებთან მორიგ შეხვედრას 16 სექტემბერს მართავს. 1 ოქტომბრიდან კი კომპანიებს პლატფორმაზე ვაჭრობა შეეძლებათ, თუ ბლუმბერგის ტერმინალზე დაეშვებიან, შესაბამის საფასურად. ორივე შემთხვევაში (დაეშვებიან თუ არა) არჩევანიც აქვთ, თავად ივაჭრონ, ამ ბანკს გაატანინონ Bmatch -ზე განაცხადი.