
არარეზიდენტებმა სავალუტო ანგარიშებიდან 3 მილიარდზე მეტი გაიტანეს
ბანკებიდან არარეზიდენტებმა ივნისში 5 მილიარდზე მეტი გაიტანეს. ივლისის მდგომარეობით (01.07.2023) ვიზიტორების მიმდინარე ანგარიშებზე 2,2 მლრდ ლარის ექვივალენტის (93%) ვალუტაა და მხოლოდ 7%-ია სალარე ანგარიშებზე.
ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების ტრანზაქციები კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, თუმცა ნაშთი ლარში შემცირებულია (-₾260m.m), უცხოურ ვალუტაში კი გაზრდილი (+53 მლნ ლარის ექვივალენტი).
არარეზიდენტების უმეტესობა დსთ-დანაა. გაზრდილი შენატანები გახდა, რეგულაციების საგაზაფხულო გამკაცრების, ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 80%-მდე გაზრდის საფუძველიც.
იმ მოტივით, რომ მსგავსი შემოდინებები არასტაბილურია. ეს კონცენტრირებული რისკია. როგორც შემოვიდა კონცენტრორებულად, ერთბაშად. ისე მოსალოდნელია, რომ ასევე კონცენტრირებულად გავიდეს.