ფინანსები
02/06/2023

არარეზიდენტებმა ანგარიშებიდან აპრილში ₾2 მლრდ-ის ვალუტა მოხსნეს

სებ-ის  ინტერაქტიული სტატისტიკით, არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე, მაისის მდგომარეობით, 2.1 მლრდ ლარია და აქედან 90% უცხოურ გალუტაშია.

ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა აპრილში, სულ, 2.1 მლრდ ლარის ადგილობრივი და უცხოური ვალუტა გაიტანეს. მათ შორის ლარით, 504 მილიონი.

სხვა ქვეყნის მოქალაქეების ტრანზაქციები კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება,  თუმცა სავალუტო ბრუნვა შემცირებულია. გასული წლის აპრილში 2 მლრდ ლარის განაღდებები მხოლოდ  უცხოურ ვალუტაზე მოდიოდა.

ამასთან ანალიტიკოსების განმარტებით, ეს არ გულიხსმობს მთლიანი რესურსის მიმოქცევაში გაშვებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ნაწილი შესაძლოა გაანაღდეს. ნაწილი კი ვადიან საანაბრე ანგარიშზე ან სხვა ინსტრუმენტში გადაიტანეს.

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკა არარეზიდენტებს მოქალაქეობის მიხედვით არ აიდენტიფიცირებს. თუმცა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ოთხშაბათის საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ უმეტესობა დსთ-დანაა.

საქართველოს საბანკო სექტორში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი დეპოზიტები გახდა ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გამკაცრების საფუძველი. რადგან მსგავსი შემოდინებები არასტაბილურია და აღნიშნული არხით მოზიდული რესურსის დაკრედიტებისკენ მიმართვა მიზანშეუწონელი. 

 

Businesspartner