არარეზიდენტების დეპოზიტების 15% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმით (24/02/2022) შექმნილი კრიზისის ფონზე, სებ-ის და საბანკო ასოციაციის ანალიზით, არარეზიდენტების დეპოზიტების გადინება არ შეინიშნება.
ამ დროსთვის ხელმისაწვდომი სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 01.02.2022-ის მდგომარეობით, 16 500 ვადიანი დეპოზიტია გახსნილი, მათ შორის 7.5 ათასი უცხოურ ვალუტაში, დანარჩენი ლარში.
სულ დეპოზიტების მოცულობა 5.177 მლრდ ლარია (01.02.2021 – 5.2 მლრდ), ძირითადად უცხოურ ვალუტაშია (4.4 მლრდ ლარი) განთავსებული და 735 მლნ ლარამდე მოდის არარეზიდენტი პირების ლარში დაბანდებებზე. 3.3 მლრდ ლარის აშშ დოლარშია, 1 მლრდ ლარამდეა ევროში.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპოზიტების 15% რუსეთის მოქალაქეების ანაბრებზე მოდის.
ბანკების ცნობით, ანაბრის განთავსების პირობები არარეზიდენტებისთვის რეზიდენტების ანალოგიურია. ვადიანი ანაბარი 2 წლამდე ვადით თავსდება.